saqarTvelos qedebi - garejis seri
ტერიტორიული ერთეული | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°26`26` ჩ. გ. 45°22`39` ა. გ. |
სიმაღლე | 500-700 მ |
ისტორიული სახელწოდება: გარეჯის ქედი.
სერი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე. აგებულია ნეოგენური კირქვებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით.
გარეჯის დაბალი სერი მთა ნატახტართან იწყება და მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროსთან მთავრდება. გარეჯის სერზე არის მთა უდაბნო (878 მ საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარი), რომლის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა.
გარეჯის სერზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იზრდება გარეჯის სალბი (Salvia garedji), რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი გავრცელების მცირე არეალის და მისი სავარაუდო შემცირების მიზნით.